რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [Video]

2025-12-30 12:37:00

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. [video]

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მშვიდობის ქუჩაზე ერთმანეთს "ტოიოტასა" და "ნისანის" მარკი მსუბუქი ავტომობილები დაეჯახა, რის შედეგადაც "ნისანის" მარკის მსუბუქი ავტომობილი ბეტონის ჯებირს დაეჯახა და ამოტრიალდა.

შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაშავდა. პაციენტს სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ადგილზევე გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.