შეზღუდვები საავტომობილო გზებზე

2025-12-30 11:14:05

ინტენსიური თოვისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

"ინტენსიური თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია: საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ133-კმ162 (სურამის სატრანსპორტო კვანძი-ბორითი) მონაკვეთზე, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ10-კმ104 მონაკვეთზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე, ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზაზე,   კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110-კმ146 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის გზის კმ30-კმ70 (ჯვარი-ხაიში) მონაკვეთზე
ზვავსაშიშროების, ძლიერი თოვის, ცუდი ხილვადობის, ქარბუქისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია:

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ53-კმ106 (კორშა-შატილი) მონაკვეთზე, ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ190 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე.

დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე, ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ0-კმ22 (ორბელის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 (ოფიტარა-მელე) მონაკვეთზე და ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ50-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდულია.

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ184 (ხაიში-უშგული)  მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით
საავტომობილო გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",- ნათქვამია განცხადებაში.