რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა [Video]

2025-12-29 19:25:03

რუსთავში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. [video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მესხიშვილის ქუჩაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს "ფორდისა" და "ბეემვეს" მარკის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.