რუსთავში, 4 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში ნახეს

2025-12-28 00:41:49

რუსთავში, 4 ახალგაზრდა უგონო მდგომარეობაში ნახეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ძველ რუსთავში, ერთერთი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოში ახალგაზრდები ცუდად გახდნენ და გონი დაკარგული ჰქონდათ. 

მისამართზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ახალგაზრდებს პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე გაუწიეს რის შემდეგაც მალევე მოვიდნენ გონზე და მათი კლინიკაში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.