2025-12-27 16:51:24
წინასაახალწლოდ რუსთავის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა გადატვირთულია.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით საავტომობილო მოძრაობა გადატვირთული არის მესხიშვილის ქუჩაზე, შარტავას გამზირზე, ლეონიძის ქუჩაზე, თოდრიასა და მიმდებარე ქუჩებზე.
ასევე საავტომობილო საცობები შეინიშნება სტამბულის ბაზრის ტერიტორიაზე და რუსთავის მოლის პარკინგის შესასვლელთან.