ქიმიკოსთა სპორტდარბაზში სუპერლიგის მეორე ტური გაიმართა. ერთმანეთს რუსთავის "რუსთავი" და თბილისის "ოლიმპი" დაუპრისპირდნენ. თამაში დაძაბულად მიმდინარეობდა და ანგარიშით 82–67 რუსთაველების სასარგებლოდ დასრულდა. შემდეგ შეხვედრას "რუსთავი" 28 ოქტომბერს "ქუთაისის" წინააღმდეგ გამართავს.