რუსთავში კვლავ ძალიან დაბინძურებული ჰაერია

2025-12-22 13:13:09

22 დეკემბერს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია. დამაბინძურებელი ნაწილაკების ნიშნული დღითიდღე იმატებს.

ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.

ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 22 დეკემბერს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 78.75 მკგ/მ3, PM10-მაჩვენებელი 111.61 კგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 75.70მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 114.29 მკგ/მ3.

რისკ ჯგუფებში შედის ბავშვები, ორსულები და კარდიოვასკულურ დაავადებათა მქონე პირები. რეკომენდირებულია პირბადის ტარება და მოერიდეთ გარე აქტივობებს.