2025-12-21 20:10:23
21 დეკემბერს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია.
ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.
ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 23 ნოემბერს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 81.74 მკგ/მ3, PM10-მაჩვენებელი 124.46 კგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 119.57 მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 77.04 მკგ/მ3.