2025-12-20 23:14:21
სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "გურია ნიუსი" ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად დაშავებული 44 წლამდე ასაკის მამაკაცია. იგი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანა.
მედიკოსების შეფასებით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.