2025-12-20 11:37:36
ცეკვის მასწავლებელმა მოსწავლეს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ოზურგეთში ერთერთი ანსამბლის ქორეოგრაფი რეპეტიციის დროს ფიზიკურად გაუსწორდა მოზარდს. ცეკვის პედაგოგი ამ დროისთვის დაკავებულია, მას ბრალი უკვე წარუდგინეს.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ინფორმაციას ადგილობრივი მედია "გურიის მოამბე" ავრცელებს.