სუს-ი უზენაეს სასამართლოში, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაციის გამოცხადებაზე

2025-12-19 13:21:03

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, უზენაეს სასამართლოში, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო ევაკუაცია გამოცხადდა. სუსი-ის განმარტებით, „იყო შეტყობინება და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს“.

უწყება მედიას ამგვარი ახალი ამბების გავრცელებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

„იყო შეტყობინება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს. მომავალში გთხოვთ, თავი შეიკავოთ ასეთი ნიუსების გავრცელებისგან, რადგან შეტყობინების ავტორის მიზანიც სწორედ ეს არის. ძალიან გთხოვთ, ნუ მოემსახურებით ასეთი შეტყობინების ავტორების მიზნებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.