გაგრძელდება თუ არა ბუნკერების გაუქმება

2018-02-18 20:28:30

რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსებში, მოსახლეობის ნაწილი ბუნკერების გაუქმებას ითხოვს. პროცესი შარშან დაიწყო და გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდა. ამ მომენტისთვის VII, VIII, XVII, XVIII, XIX, XX და XXI მიკრო-რაიონებში არსებულ კორპუსებში საყოფაცხოვრებო ნარჩეენებისთვის განკუთვნილი ბუნკერები უკვე გაუქმებულია. აღნიშნული პრობლემა თითქმის ყველა მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსშია, მოსახლეობის დიდი ნაწილი მათ გაუქმებას ითხოვს. იმის გამო რომ არ არსებობდა ალტერნატიული საშუალება პროცესი შეჩერებული იყო. "ინფო რუსთავის" ცნობილია რომ ქალაქის თვითმმართველობა 300 ახალ, თუნუქის კონტეინერს შეიძენს რომელიც იმ კორპუსების შორიახლოს განთავსდება სადაც ბუნკერები უნდა დაილუქოს. კონკრეტულად როდის და რომელი უბნიდან დაიწყება სამუშაოები ჯერ უცნობია.