2025-12-15 13:07:59
კოკა-კოლას საახალწლო ქარავანი სტარტს 19 დეკემბერს აიღებს და 30 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში ჩავა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა ჩამოვა თუ არა წელს საახალწლო ქარავანი რუსთავში.
როგორც კომპანია "კოკა-კოლა ბოთლეს ჯორჯიაში" გვითხრეს ქარავანი ქალაქს აუცილებლად ესტუმრება, თუმცა მარშრუტები ჯერ-ჯერობით დაზუსტებული არაა და ზუსტი რიცხვი უცნობია.