ირანში თვითმფრინავი ჩამოვარდა

2018-02-18 12:15:30

ირანში თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფას მსხვერპლი მოჰყვა, არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია 66 ადამიანი. ATR 72 სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან 20 წუთი გამქრალი იყო, კატასტროფა კი ისპაჰანის პროვინციაში, სმირუმის მახლობლად, ზაგროს მთებში განიცადა. თვითმხილველების თქმით პილოტი ცდილობდა თვითმფრინავი მინდორში დაესვა თუმცა ვერ მოახერხა. ადგილზე ირანის სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი გაემგზავრა თუმცა იქიდან გამომდინარე რომ რეგიონი მთიანია და საავტომობილო გზა არ არის მათ უჭირთ კატასტროფის ადგილზე მისვლა.

ბორტზე 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა, თვითმფრინავი Aseman Airlines ეკუთვნის.