2025-12-14 14:42:37
რუსთავის 2026 წლის ბიუჯეტით ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის 79 093 200 ლარია გამოყოფილი.
გთავაზობთ იმ ქუჩების ჩამონათვალს, რომელიც 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით უნდა გაკეთდეს:
1) ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს (ნაწილის) ქუჩების რეაბილიტაცია - აღნიშნულ პროექტზე სამუშაოები უკვე დაწყებულია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 000 000 ლარამდეა გამოყოფილი.
2) ქმე-19 მკ/რნ-ში არსებული გზის რეაბილიტაცია
(აღმაშენებლის გამზირიდან მე-19 მკ/რნ N9-ის მიმართულებით);
3) ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია;
4) ქალაქ რუსთავში მელიქიშვილის და ლომოურის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა.
ბიუჯეტის პროექტში სხვა ქუჩები დაკონკრეტებული არ არის.