2025-12-14 12:22:53
რუსთავში, რუსთაველის N27, N29, N31 და N38 კორპუსებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თანდართულ ინფორმაციაში ვკითხულობთ: "პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული ხარჯთაღრიცხვები არაუმეტეს ქვემოთ მოცემული ღირებულებებისა, კერძოდ:
რუსთაველის ქ. #27 - არაუმეტეს 911 668.00 ლარი.
რუსთაველის ქ. #29 - არაუმეტეს 865 474.00 ლარი.
რუსთაველის ქ. #31- არაუმეტეს 716 530.00 ლარი.
რუსთაველის ქ. #38 - არაუმეტეს 858 708.00 ლარი".
4 კორპუსის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 352 380 ლარია გამოყოფილი.