რუსთავის ბაგა-ბაღების აღსაზრდელები საახალწლოდ საჩუქრებს მიიღებენ

2025-12-10 12:47:28

რუსთავის მუნიციპალიტეტმა საბავშვო ბაგა-ბაღების 5400 აღსაზრდელისთვის საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები შეისყიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით (ა)იპ ,,რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების, გაერთიანებამ" შესაბამისი ელექტრონული ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელშიც შპს ჩიკა გაიმარჯვა.

5400 სასაჩუქრე ნაკრებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 160 002 ლარი დაიხარჯება.

ტენდერზე თან დართული დოკუმენტიდან ვიგებთ, მუნიციპალიტეტის მოთხოვნით მუყაოს ჩანთაში უნდა იყო:

1. შოკოლადის ფილა

2. შოკოლადი 

3. ვაფლიანი რძიანი შოკოლადის ფილა გულსართით

4. რძიანი შოკოლადის ბატონი

5. ბატონი ვაფლით

6. ორცხობილა

7. ბურღულეულის  ბატონი 

8. კაკაოს  პასტა ორცხობილით

9. ხის საახალწლო, განმავითარებელი  ნაკრები 

10.  სასაჩუქრე ჩანთა