ქმარმა ცოლს თირკმელი მოპარა

2018-02-17 18:11:05

ინდოელი ქალის მეუღლე და მეუღლის ძმა მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც მან პოლიციას უამბო როგორ მოპარეს თირკმელი.

ინფორმაციას თირკმლის ქურდობის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, დასავლეთ ბენგალში მცხოვრებ ქალს ორი წლის წინ  მუცლის მწვავე ტკივილი აწუხებდა, მეუღლემ ის დაარწმუნა, რომ  აპენდიციტის ოპერაცია სჭირდებოდა.

2017 წელს ქალმა სამედიცინო გამოკვლევების შემდეგ აღმოაჩინა, რომ მას ერთი თირკმელი აღარ ჰქონდა.

ქალმა მედიის საშუალებით განაცხადა, რომ ქმარმა თირკმელი გაყიდა, რადგან მან ქორწინების საფასური, მზითევი ვერ მიიტანა ქმრის ოჯახში.

 „ჩემმა ქმარმა კერძო საექთნო სახლში წამიყვანა სადაც მან და სამედიცინო პერსონალმა  ერთობლივად დამარწმუნეს, რომ კარგად ვიქნებოდი თუ აპენდიციტის ოპერაციას ჩავიტარებდი.“,- განაცხადა რიტა სარკარმა.

ოპერაციის ჩატარებიდან ერთი თვის შემდეგ მან ისევ ცუდად იგრძნო თავი და სამედიცინო დაწესებულებას ოჯახის წევრთან ერთად მიმართა, რის შემდეგაც აღმოაჩნა, რომ მას მარჯვენა თერკმელი აღარ ჰქონდა. სავარაუდო მსხვერპლმა ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ქმარი ოპერაციის შესახებ ჩუმად ყოფნას აიძულებდა.