2025-12-09 17:04:02
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფიროსმანის ქუჩაზე, 87 წლის კაცს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომობილი დაეჯახა.
დაშავებული კაცი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულების გადაუდებელი დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, თეა გელაშვილმა გვითხრა, პაციენტს უტარდება შესაბამისი კვლევები, მისი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმით ფასდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც.