2025-12-08 17:20:16
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ორსული ქალი მოულოდნელად გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი მოულოდნელად ცუდად გახდა, რის გამოც კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ინფო რუსთავს მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც . სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით გულისხმობს.