2025-12-03 17:41:59
სხვადასხვა სისხლის სამართლის ბრალდებით ძებნილი რვა პირი, დააკავეს. ინფორმაცციას თუქრული მედია ავრცელებს
თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამი პირი რომლებიც ინტერპოლის წითელი ცირკულარით იყვნენ ძებნილნი, საქართველოში დააკავეს და თურქეთში დააბრუნეს.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ დაკავებები საქართველოს ხელისუფლების მიერ თურქეთის უსაფრთხოების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით ჩატარებული ოპერაციების შედეგი იყო.
დაკავებულ სამ პირს ბრალდებები წაუყენეს, მათ შორის ძარცვა, ქურდობა, პატიმრობიდან გაქცევა, და განზრახ მკვლელობა.
ხოლო ხუთი ეჭვმიტანილი, რომლებიც თურქეთის ეროვნულ ძებნილთა სიაში არიან, ბრალი სხვადასხვა მიზეზით წაუყენეს, მათ შორის ოფიციალური დოკუმენტების გაყალბება, შანტაჟი, ქურდობა, ძარცვა, და კიბერქურდობა.