2025-12-02 17:44:02
4000-მდე აბონენტს ელექტრო ენერგიის მიწოდება შეეზღუდება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 დეკემბერს 14:00 საათიდან 17:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში შარტავას, მელიქიშვილის, ფალიაშვილის, მესხიშვილის, მე-8, მე-6, მე-7ა მიკრორაიონების კორპუსების ნაწილში და მიმდებარე ქუჩებზე.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.