რუსთავში გასულ თვეში 16 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

2025-12-02 13:32:57

ნოემბრის თვეში, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ობიექტივში, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვარში მომხდარი 16 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხვდა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი იყო.

ავარიები დაფიქსირდა შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე, თოდრიას, მესხიშვილის, ტაშკენტისა და მშენებელთა ქუჩებზე.

ავტოსაგზაო შემთხვევების ძირითადი ნაწილი მეგობრობის ქუჩაზე მოხდა.