დღეს რუსთავში ჰაერის დაბინძურების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია

2025-11-27 13:41:09

27 ნოემბერს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია.

ბოლო რამდენიმე კვირიანი დაბინძურების განმავლობაში რუსთავის ატმოსფერულ ჰაერში დღეს PM2.5, ასევე PM10-ს ყველაზე მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა.

ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 23 ნოემბერს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 96.63 მკგ/მ3, ნორმაზე 3,8-ჯერ მაღალი, PM10-მაჩვენებელი 160.09კგ/მ3, ნორმაზე 3,2-ჯერ მაღალი, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 96.41მკგ/მ3, ნორმაზე 3,8-ჯერ მაღალი, ხოლო PM10-ის 151.05 მკგ/მ3, ნორმაზე 3-ჯერ მაღალი.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე წერს, ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთ დასავლეთიდან და სამხრეთ აღმოსავლეთიდან მტვრის მასების გავრცელებით.