ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

2025-11-26 15:59:52

თბილისის ზღვის შემოვლით გზაზე ავტომობილი დაიწვა

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მსუბუქ ავტომობილს გაუჩნდა.

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შემთხვევის დროს არავი დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.