2025-11-25 17:23:00
რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მშენებელთა ქუჩაზე ერთმანეთს ამწე კალათა და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.