2025-11-25 16:43:14
რუსთავში რამდენიმე ქუჩას წყალმომარაგება 21:00 საათამდე შეეზღუდა.
ინფორმაციას კომპანია ჯივიპი რუსთავი ავრცელებს.
"რუსთავი, წულუკიძის ქ. I გასასვლელი,N 19ა-თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 11/25/2025 15:00 დან 11/25/2025 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: წულიკიძის ქუჩა თავისი 1 და 2 გასასვლელით",- ნათქვამია განცხადებაში.