რუსთავი-თბილისის ავტობანის დასასრულებლად გამოცხადებული ტენდერი შერჩევა/შეფასების ეტაპზეა

2025-11-23 18:40:30

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თბილისი-წითელი ხიდის (აზერბაიჯანის საზღვარი) ს-4 საავტომობილო გზის თბილისი-რუსთავის მე-2 მონაკვეთის მშენებლობა/მოდერნიზაციის სამუშაოებზე გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში, რომლის ღირებულებაც 112 701 314 მილიონი ლარია, მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა.

ტენდერი ახლა შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და მასში მონაწილეობა თურქულმა კომპანიამ "YDA İNŞAAT SANAYİ VE TİCARET ANONİM ŞİRKETİ-მა" მიიღო.

კომპანია 1993 წელს დაარსდა და მის ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, რომ მათი ძირითადი საქმიანობის სფერო სამშენებლო ბიზნესია. YDA ჯგუფის გენერალური მდივანი ჰუსეინ არსლანია.

სწორედ აღნიშნული კომპანია შეასრულებს სამტრედიის წყალარინების ინფრასტრუქტურისა და ხაშურის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოებს.

YDA-ს მიერაა აშენებული თურქმენეთის საერთაშორისო აეროპორტი და იქამდე მისასვლელი გზა, ანკარა სივასის დამაკავშირებელი მაგისტრალი და სხვა.