2025-11-23 16:25:12
რუსთავში სოციალურ დახმარებას 5384 ადამიანი იღებს.
ამის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ოქტომბრის მონაცემებშია საუბარი.
გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სოციალური პაკეტის მიმღებთა რაოდენობა თანხის ოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:
70 ლარს იღებს - 50 ადამიანი;
100 ლარს - 1876 ადამიანი;
190 ლარს - 209 ადამიანი;
230 ლარს - 1630 ადამიანი;
425 ლარს - 1522 ადამიანი.