2025-11-23 15:52:08
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსები მგზავრებს თბილისში 5 მარშრუტზე ემსახურება.
ავტობუსების სამუშაო საათები ყველა მიმართულებაზე 07:00 საათზე იწყება.
რუსთავის ტრანსპორტის აპლიკაციაში არსებული ინფორმაციის მიხედვით:
რუსთავი-ისანი(N20) - გასვლის წერტილი: ქალაქის გასასვლელი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი 08:23 საათზე გადის, ისნიდან ბოლო ავტობუსი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 23:00 საათზე გამოდის, შაბათს 22:46 საათზე. კვირას რუსთავიდან პირველი გადის 08:23 საათზე, თბილისიდან ბოლო 23:00 საათზე;
რუსთავი-სპორტის სასახლე(21) - გასვლის წერტილი: რკინიგზის სადგურის მოედანი. რუსთავიდან პირველი ავტობუსი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 07:00 საათზე გადის, თბილისიდან ბოლო 00:33 საათზე. კვირას პირველი რუსთავიდან 07:00-დან, ბოლო თბილისიდან 00:39-ზე;
რუსთავი-დიდუბე(N22) - გასვლის წერტილი: შარტავას N15. რუსთავიდან პირველი ავტობუსი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით გამოდის 07:00 საათზე, დიდუბიდან ბოლო 22:06 საათზე. ხოლო შაბათ-კვირას დიდუბიდან ბოლო ავტობუსი გამოდის 22:00-ზე.
რუსთავი-მაღლივი კორპუსი(N23) - გასვლის წერტილი: გაგარინის N12. რუსთავიდან პირველი გამოდის 06:40-ზე, ხოლო თბილისიდან ბოლო ორშაბათი-პარასკევი 21:16საათზე, შაბათსა და კვირას 20:58საათი.
რუსთავი-სადგურის მოედანი(24) - გასვლის წერტილი: რჩეულიშვილის N10ა. რუსთავიდან პირველი გადის 07:00-ზე, ხოლო თბილისიდან ბოლო ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 22:33 საათზე.
უფრო დეტალურად კი, რომელ გაჩერებაზე რომელს საათზე იქნება ავტობუსი შეგიძლიათ ნახოთ აპლიკაციაში RustaviTransport.