რუსთავში ძალიან ცუდი ჰაერია

2025-11-23 14:50:24

23 ნოემბერს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი ძალიან დაბინძურებულია.

ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.

ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 23 ნოემბერს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 54.79 მკგ/მ3 , PM10-მაჩვენებელი 100.98 კგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე  PM2. 5-ის მაჩვენებელი 51.14მკგ/მ3, ხოლო PM10-ის 93.03 მკგ/მ3.

რა არის PM2.5 და PM10 დამაბინძურებლები და რა ზიანი მოაქვს ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.