აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევისთვის ქართველი დააკავეს

2025-11-20 17:35:42

აშშ-ში ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით რომესაც ინდიანას შტატის სამართალდამცავი ემსხვერპლა, 56 წლის გოდერძი გუჯაბიძე დააკავეს.

შემთხვევა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ინდიანას შტატში, ბუნის ოლქში მოხდა. ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა. მათ შორის იყო სამხედრო მანქანა, რომელსაც ოთხი სამართალდამცავი გადაჰყავდა. სამი მათგანი მძიმედ დაშავდა, ერთი - 23 წლის ტერი ფრაი კი გარდაიცვალა. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა 56 წლის ქართველი დამნაშავე ავარიაში, თუმცა ის საემიგრაციო სამსახურმა მაინც დააკავა, რადგან ამერიკაში არალეგალურად იმყოფებოდა.