2025-11-20 17:20:33
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.
ადგილობრივების ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი მდინარე ცივში თევზაობდა, რა დროსაც შემთხვევით ანკესი მაღალი ძაბვის სადენს გამოედო და ადგილზე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.