2025-11-18 19:11:07
ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემოვლით ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მდინარე დეხვასთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც მამაკაცი გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.