ირლანდიიდან 52 ქართველი დაადეპორტეს

2025-11-18 18:08:21

ირლანდიამ უდიდესი სადეპორტაციო სპეცოპერაცია "თხრილი 11" ჩაატარა, რის შედეგადაც ქვეყნიდან 52 ქართველი დაადეპორტა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 4 ნოემბერს გამთენიის 2:30 წუთზე თბილისში დაეშვა თვითმფრინავი რომლის ბორტზეც 45 ზრდასრული და 7 არასრულწლოვანი იმყოფებოდა. დადეპორტებულთაგან ერთ-ერთს კრიმინალური წარსული ჰქონდა.

დეპორტაცია სპეცოპერაცია "თხრილი 11"- ის ფარგლებში ჩატარდა და  2025 წელს საქართველოში გაგზავნილი მესამე დეპორტირების რეისია.