2025-11-17 18:56:20
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 318.71 მლნ აშშ დოლარი (865.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 2024 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე 13.4%-ით (37.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია.
ოქტომბერში ქვეყანაში ყველაზე მეტი გზავნილი აშშ-დან შემოვიდა, რაც წლიურად 17%-ით, 59 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც 53 მილიონი დოლარი გადმორიცხეს (+12%), მესამეზე კი რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი დოლარით.
2025 წლის ოქტომბრის ფულადი გზავნილები ქვეყნების მიხედვით:
1. აშშ $59 მილიონი დოლარი;
2. იტალია $53 მილიონი დოლარი;
3. რუსეთის ფედერაცია $41 მილიონი დოლარი;
4. გერმანია $30 მილიონი დოლარი;
5. საბერძნეთი $26 მილიონი დოლარი;
6. ისრაელი $24 მილიონი დოლარი;
7. თურქეთი $11 მილიონი დოლარი;
8. ესპანეთი $8 მილიონი დოლარი;
9. ყირგიზეთი $8 მილიონი დოლარი;
10. ყაზახეთი $7 მილიონი დოლარი;