სეს-მა ყველის არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინა

2025-11-12 12:38:55

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, კახეთის რეგიონში სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განხორციელებული მოკვლევის შედეგად,  ყველის  არარეგისტრირებული საწარმო გამოავლინეს.  

“ფიზიკური პირი მ.გ (მისამართი: დედოფლისწყარო, ცენტრალური   პარკის მიმდებარე ტერიტორია) ყველს, რეალიზაციის მიზნით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს აღიარების გარეშე აწარმოებდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო ამოღებული სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდა“, - აცხადებს სააგენტო.

სეს ამბობს, რომ ხელმეორედ შეუჩერდა საწარმოო პროცესი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ  ჯუგაანში რძის გადამმუშავებელ არარეგისტრირებულ საწარმოს. 

“ფიზიკური პირი თ.ბ. სააგენტოს მიერ წარმოების პროცესის შეჩერების მიუხედავად, თვითნებურად აგრძელებდა საქმიანობას (ყველის წარმოება), რისთვისაც მეწარმე, დარღვევის განმეორების  გამო, 5000 ლარით დაჯარიმდა“, - აცხადებს სააგენტო.