2025-11-10 17:33:01
დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის დაშენახვის ფაქტზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
"ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9.42517 გრ. და 0,93107 გრ. ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის (ფუძეს)“, ასევე 150,9329 გრ. „კოკაინს“, რომელიც დააფასოვეს და სხვა და სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა 2007 გრ. ნარკოტიკული საშუალება მცენარე კანაფი და უკანონოდ შეიძინა და შეინახა 8482,25 გრ. „გამომშრალი მარიხუანა“.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „ე „ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, მეხუთე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) 265 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება ჩადენილი არაერთგზის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. " - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს პროკურატურამ.