ლამინატის საამქროში ხანძარი იყო

2025-11-10 14:53:32

თბილისში, ნაძალადევის რაიონში ლამინატის საამქროში ხანძარი გაჩნდა. 

ადგილზე მობილიზებულები იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი და ცეცხლი ამ დროისთვის უკვე ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.