ქვემო ქართლში სეს-მა ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოავლინა

2025-11-04 16:03:48

ქვემო ქართლში სეს-მა  ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოავლინა.

ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

"სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის  დეპარტამენტის ინსპექტორებმა,  სახელმწიფო  კონტროლის  ფარგლებში.  ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით,  საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.

ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა: 

ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო),  
მისამართი:  მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია),   დამზადების თარიღი: 29.10.2025; 
ხორცის ფარში - მწარმოებელი:   ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო),  
მისამართი:  მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია),  დამზადების თარიღი: 29.10.2025.  
სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან.

ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და  მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა",- ნათქვამია განცხადებაში.