ურთიერთშელაპარაკების დროს კაცი დაჭრეს

2025-11-02 16:35:26

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში კაცი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს შელაპარაკების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს.

სამართალდამცავებმა ბრალდებულიც დააკავეს.