3 ნოემბრიდან განახლებული დიზაინის ID ბარათების გაცემა იწყება

2025-11-02 13:47:17

3 ნოემბრიდან განახლებული დიზაინის ID ბარათების გაცემა იწყება.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, 2025 წლის 3 ნოემბრიდან განახლებული დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემა არის დაგეგმილია.

მათივე ცნობით, ახალი პირადობის საფასური იგივე რჩება, ვადიანი დოკუმენტების მფლობელები ვალდებული არ არიან შეცვალონ ისინი ახლით.

ცნობისთვის, პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფასური (ფოტოსურათისა და საბანკო მომსახურების ცათვლით) 66 ლარს შედგენს.

ახალი დიზაინის მოწმობაზე დატანილი იქნება საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით, ერთ ფერში და საქართველოს სახელმწიფო დროშა. 

მოწმობის ფონური გამოსახულების ნაბეჭდი ელემენტები ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ რთული იყოს ფონური გამოსახულების დაშლა (მაგალითად, ობიექტის დანაწევრება პატარა კომპონენტებად) გაყალბების მიზნით და მანიპულაციები ადვილად აღმოსაჩენი იყოს.

მოწმობა უნდა შეიცავდეს: სახელს; გვარს; სქესს; მოქალაქეობას; დაბადების თარიღს; დაბადების ადგილს; პირად ნომერს; ფოტოსურათს; პირადი ხელმოწერის ნიმუშს; მოწმობის გამცემი ორგანოს დასახელებას; მოწმობის გაცემის თარიღს; მოწმობის მოქმედების ვადას; ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატს, შესაბამის დახურულ გასაღებს და სერტიფიკატის გამცემ ორგანოს; მოწმობის წვდომის კოდს (CAN – Card Access Number); QR კოდს, რომლის მეშვეობით შესაძლოა, გადამოწმდეს დოკუმენტის ან/და პირის შესახებ ინფორმაცია“.

რაც შეეხება ძველი დიზაინის მოწმობებს, კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით (ბარათზე მითითებული თარიღით), კვლავ ძალაში იქნება.