კვიპროსზე ბიზნესმენის მკვლელობისთვის 2 ქართველი დააკავეს

2025-11-02 12:15:20

კვიპროსში ცნობილი ბიზნესმენის მკვლელობის საქმეზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს.

ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.

მათი ცნობით, 28 წლის ბიძაშვილები ბერძენმა სამართალდამცავებმა სალონიკში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, "კარმიოტისას" საფეხბურთო კლუბის პრეზიდენტს ლიმასოლში, ცეცხლსასროლი იარაღით იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ის სახლში შვილთან ერთად ბრუნდებოდა.  ბრალდებულები ჯერ მოტოციკლით გაიქცნენ, შემდეგ კი გზა ფურგონის ტიპის ავტომობილით გააგრძელეს, რომელიც სამართალდამცველებმა დამწვარი იპოვეს. დანაშაულის შემდეგ, ორივე თავდამსხმელმა კვიპროსი დატოვა.

ადგილობრივი მედია დანაშაულს საბერძნეთსა და კვიპროსში მოქმედ დაჯგუფებას უკავშირებს, რომელსაც საქართველოდან ემიგრირებული კრიმინალი მეტსახელად "ენტიკი" ხელმძღვანელობს. პოლიციის ვერსიით, ამ დაჯგუფების ანგარიშზე უკვე არაერთი შეკვეთილი მკვლელობაა.