რომელი ქვეყნის ტურისტები ხარჯავენ ყველაზე მეტს საქართველოში

2025-10-27 12:45:09

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა მონაცემები, თუ რომელი ქვეყნის ვიზიტორებმა დახარჯეს საქართველოში 2025 წლის პირველ 9 თვეში ყველაზე მეტი.

საქსტატის ცნობით, პირველ ადგილზე 560.300 მლნ აშშ დოლარით რუსები არიან.

ტოპ 10 ქვეყანა, რომლის ვიზიტორებმაც ყველაზე მეტი დახარჯეს:

რუსეთი - 560.300 მლნ აშშ დოლარი;

ევროკავშირის ქვეყნები - 515.300 მლნ აშშ დოლარი;

თურქეთი - 454.200 მლნ აშშ დოლარი;

ისრაელი - 430.200 მლნ აშშ დოლარი;

აზერბაიჯანი - 169.000 მლნ აშშ დოლარი;

სომხეთი - 127.400 მლნ აშშ დოლარი;

საუდის არაბეთი - 124.700 მლნ აშშ დოლარი;

უკრაინა - 114.400 მლნ აშშ დოლარი;

ბელარუსი - 72.700 მლნ აშშ დოლარი;

ირანი - 99.400 მლნ აშშ დოლარი.