"თანხა მოვიგე მაგრამ სრულად არ მომცეს"

2018-02-11 22:12:09

55 წლის ქალბატონმა ერთ-ერთ სლოტ კლუბში 41 000 ლარი მოიგო, თუმცა მისი თქმით ადმინისტრაციამ მოგებული თანხის სრულად გადახდაზე უარი უთხრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" თავად ნატო მიქაბაძე მიაწოდა,რომელიც აცხადებს რომ მოგებული თანხიდან, ადმინისტრაციამ მხოლოდ 10 000 ლარი გადაუხადა დარჩენილ თანხას კი ამ დრომდე არ აძლევენ. "ინფო რუსთავი" იმ კომპანიას დაუკავშირდა რომელის სახელითაც სლოტ კლუბი "ლაქი გეიმი" ოპერირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მოთამაშემ თანხა რკინიგზის სადგურზე არსებულ სლოტ კლუბ "ლაქი გეიმში" ნამდვილად მოიგო, რომელიც ადმინისტრაციამ სრულად გაუნაღდა. თანხას კი რომელსაც მიქაბაძე ასახელებს სრულად ვერ აიღებდა რადგან სლოტ კლუბში, მოთამაშეებისთვის რეგლამენტია გამოკრული სადაც წერია თუ რა რაოდენობის  მინიმალური და მაქსიმალური თანხის გაცემის უფლება აქვს ობიექტს.