სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს

2025-10-17 11:18:20

სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია და გიორგი ტალახაძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ დროისთვის, აქტივისტების დაკავებას არ ადასტურებენ, დაკავეუბულების აახლობლების ინფორმაციით, ყველა მათგანი გამთენიისას დააკავეს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მარიამ მეყანწიშვილი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

კონკრეტულად, თუ რას ედავებიან დაკავებულებს, ეს ჯერ უცნობია.