მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ავტომანქანა მდინარე ენგურში გადავარდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის ორივე დაღუპულის ცხედარი ნაპოვნია.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ცოლ-ქმარია.