2025-09-26 17:30:27
ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე შუახნის მამაკაცი დაიღუპა.
თვითმხილველების თქმით, ერთი ავტომობილი გზაზე გაჩერებულ 6 მანქანას შეეჯახა, შედეგად ტროტუარზე მყოფი პირი დაიღუპა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის”, 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.