ლილოს გზაზე მიკროავტობუსი არხში გადავარდა

2025-09-18 11:55:55

ლილოს გზაზე მიკროავტობუსი არხში გადავარდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და არხში გადავარდა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

მაშველებმა ავტომობილი არხიდან ამოიყვანეს.