დუმბაძისა და გაგარინის ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა (ფოტოები).

2016-12-23 15:20:45

დუმბაძისა და გაგარნის ქუჩების რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი გამოიყო. სამუშაოების ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, დაიგო ასფალტის საფარი და კეთილმოეწყო ბორდიურები. დუბაძისა და გაგარინის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა წლების განმავლობაში პრობლემას წარმოადგენდა. რეაბილიტირებული ქუჩები დღეს ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით მაღლაკელიძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.